Aa
Aa

პეტი: „კლოპის ლივერპულმა ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე უძლეველმა არსენალმა"

„ნისლიან ალბიონზე“ პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდად ხშირად „უძლეველ არსენალს“ ასახელებენ. „მეთოფეების“ ყოფილი ფეხბურთელი, ემანუელ პეტი კი სხვა აზრზეა და თვლის, რომ წლევანდელი „ლივერპული“ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება.

„ყოფილ თანაგუნდელებს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ბოლო ორ სეზონში ლივერპულის მიერ ნაჩვენები ფეხბურთი მაოცებს. ძალიან იშვიათია გუნდი ამდენ შეხვედრას იგებდეს და პარალელურად ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ დომინანტი იყოს.

უდავოა, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში ორივე გუნდს გამორჩეული ადგილი უკავია, თუმცა პირადად მე, ვთვლი, რომ კლოპის ლივერპულს რაღაც განსაკუთრებული აქვს. რთულია სიტყვებით გადმოვცე რას ვგრძნობ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ უძლეველი არსენალის მატჩების ხილვისას იგივე შეგრძნება არ მქონია.

წლევანდელმა ლივერპულმა ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე უძლეველმა არსენალმა.

მეთოფეების ქომაგები გამიბრაზდებიან, მაგრამ სამართლიანი უნდა ვიყო. ლივერპულის თამაშების ხილვისას ვხვდები, რომ ამ გუნდს რაღაც განსაკუთრებული აქვს“.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ლივერპულის ჩემპიონობა დროებით გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია ტურნირი როდის განახლდება და „ნისლიან ალბიონზე“ სეზონის გაუქმებაზეც ლაპარაკობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები