ჯაბა უგულავა -
Aa
Aa

ჯაბა უგულავა - "ბოლნისში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და სიმშვიდეა"

საქარველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა.

Crystalsport.ge-ი ბოლნისის „სიონის“ ფეხბურთელ ჯაბა უგულავას გაესაუბრა, რომელიც ოჯახთან ერთად დახურულ ქალაქში იმყოფება.

ბოლნისში ოჯახთან ერთად ვიმყოფები. მოგეხსენებათ, ამჟამად ქალაქში კარანტინია გამოცხადებული და ყველა თვითიზოლაციაში ვართ. მოვლენების გამო ცოტა შეშინებული ვარ, მაგრამ მაინც ოპტიმისტური განწყობა მაქვს და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება.

აქ ამჟამად მშვიდი ვითარებაა. ორი დღის წინ, როდესაც მიიღეს ქალაქი დაკეტვის გადაწყვეტილება, ცოტა პანიკა შეინიშნებოდა, ამჟამად კი ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და სიწყნარეა.

ფეხბურთის გარეშე ყოფნა ძალიან რთულია, მაგრამ დღეს მთელი საქართველო და მსოფლიო გაერთიანებულია ერთი რამის წინააღმდეგ. ეს არის ვირუსის დამარცხება და მჯერა, რომ ყველაფერი მალე დალაგდება და ისევ ისეთი რეჟიმით და ისევ ისეთი შემართებით გავაგრძელებთ ცხოვრებას. სახლში ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ვცდილობ, ფორმაში ვიყო. სეზონის განახლებას მოუთმენლად ველოდები.

ბოლოს მინდა, რომ ყველას, თითოეულ ექიმს, ექთანს, ჩვენს მთავარობასა და ყველას, ვინც ამ გაჭირვების ჟამს ხალხს გვერდით უდგას, მადლობა გადავუხადო. მოსახლეობას კი მოვუწოდებ ვიყოთ სახლებში, რათა ყველამ ერთად დავამარცხოთ ეს გამოწვევა."

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით 67 ადამიანი დაინფიცირდა, რომელაგანაც 9 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები