Aa
Aa

FIFA 20 | ლა ლიგის ჩელენჯით 140 ათასი მოგროვდა - ასენსიომ რეალი გააჩემპიონა

ლა ლიგის გუნდებს შორის გამართული FIFA 20-ის challenge გაიმართა. მატჩები twitch-ზე ისტრიმებოდა, რის შედეგადაც შემოსულმა თანხამ 140 000 ევრო შეადგინა.

Challenge-ში ლა ლიგის ოცივე გუნდი მონაწილეობდა, მათ კი თავიანთი რომელიმე ერთი ფეხბურთელი წარმოადგენდა. საბოლოოდ, ფინალში თამაშის უფლება მარკო ასენსიომ და აიტორ რუიბალმა - შესაბამისად „რეალითა“ და „ლეგანესით“ მოიპოვეს.

გადამწყვეტი შეხვედრა ასენსიოს გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქეს 4:2 მოუგო. მატჩის შემდეგ ასენსიომ განაცხადა, რომ FIFA-ს თამაში უყვარს, ეს კი საუკეთესო ტურნირი იყო, რომელიც ოდესმე უთამაშია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მინი ტურნირით შემოსული თანხა 140 000 ევროა, რასაც კიდევ შემოწირულობები დაემატება. ფინალის დასრულებიდან 18 საათის განმავლობაში თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ცხადია, საერთო საბოლოო თანხა კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ სპეციალურ ფონდში გადაირიცხება.

მსგავსი სიახლეები