კორონავირუსი | რონალდუ, დი მარია და სხვები - მენდეშისა და მისი კლიენტების ღირსეული ჟესტი
Aa
Aa

კორონავირუსი | რონალდუ, დი მარია და სხვები - მენდეშისა და მისი კლიენტების ღირსეული ჟესტი

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა პორტუში მდებარე ჰოსპიტალ სან ჟუანისთვის მედიკამენტების შეძენა დაიწყო, რათა მათ კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს.

სპორტულმა აგენტმა 200 000 ხალათი და ვენტილიატორი შეიძინა, რომლებიც ჰოსპიტალს გადასცა. უახლოეს დღეებში კი ის 50 000 ნიღაბსაც შეიძენს, რომელიც ამჟამად მთელს მსოფლიოში დეფიციტურია. ის ასევე გარკვეული თანხის გადარიცხვასაც გეგმავს.

გავლენიანი ესპანური გამოცემის AS-ის ცნობით, მენდეშის ამ ქმედებების უკან რამდენიმე ფეხბურთელი დგას, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუც. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail-იც ავრცელებს.

პორტუში მდებარე სან ჟუანის ჰოსპიტალი

რონალდუ ამჟამად მადეირაზე საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება და გუნდელების მსგავსად იქვე ვარჯიშობს. კრიშტიანუ რუგანის გადაურჩა და მას კოვიდ-19 არ აღმოაჩნდა, თუმცა კორონავირუსით დაინფიცირდნენ ბლეზ მატუიდი და პაულო დიბალა საკუთარ მეგობარ გოგოსთან ერთად.

რონალდუს გარდა მენდეში ბერნარდო სილვას, ედერსონს, ჟოაო კანსელოს, ფაბინიოს, რუბენ ნევეშს, ანხელ დი მარიას, რიკარდო პერეირასა და ხამეს როდრიგესს წარმოადგენს.

მენდეში და თავისი კლიენტები (ფეხბურთელები) შეუერთდნენ იმ სპორტსმენებს, რომლებიც კორონავირუსის დასამარცხებლად ჰოსპიტლებს დახმარებას უწევენ.

პორტუგალიაში კორონავირუსით გუშინდელი მონაცემებით 6 ადამიანი გარდაიცვალა, დღეს კი მათ რიცხვს 2 დაემატა. ჯამში, ამჟამინდელი მონაცემებით ქვეყანაში დაინფიცირების 1600 შემთხვევაა დაფიქსირებული, 14 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი გამოჯანმრთელდა.

P.S. აქვე გეტყვით, რომ წინა კვირაში ესპანურმა პრესამ რონალდუს შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც კრიშტიანუ ლისაბონში არსებულ მის ორივე სასტუმროს ჰოსპიტლად გადაკეთებას უპირებდა, რათა კორონავირუსთან საბრძოლველად ხალხისთვის დახმარება გაეწია. სასტუმროს წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია ორი დღის შემდეგ უარყვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები