''დედამიწას ძალაუფლება და სიხარბე ანადგურებს'' - ლიოვის კომენტარი გლობალურ პროცესებზე
Aa
Aa

''დედამიწას ძალაუფლება და სიხარბე ანადგურებს'' - ლიოვის კომენტარი გლობალურ პროცესებზე

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კორონავირუსის გამო არსებულ მძიმე ვითარებაზე გერმანულ მედიასთან ისაუბრა. ლიოვის თქმით ავსტრალიაში განვითარებულმა მოვლენებმა და ებოლამ კაცობრიობა ვერ გამოაღვიძა, ახლა კი პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ვითარება ყველა ადამიანის ხვედრია.

''ძალაუფლება, სიხარბე, ფინანსური მოგების მიღების სურვილი - ეს ყველაფერი ბოლო წლებში უფრო და უფრო წინა პლანზე იწევდა, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, უფრო მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბროთ, ვგულისხმობ ოჯახს, სოლიდარობას, თანადგომას.

ახლა ვგრძნობ, რომ დედამიწა თავს იცავს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან და ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.

ადამიანები ერთმანეთის მიმართ მზრუნველები უნდა ვიყოთ და ყველა წესი დავიცვათ. ახლა მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და მეზობლებს უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოვეპყროთ, მათ მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ.

ავსტრალიაში განვითარებულმა მოვლენებმა და ებოლამ კარგად ვერ გამოგვაღვიძა, როგორც ჩანს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ახლა კი ისეთი სირთულის წინაშე დავდექით, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ეხება.

ახლა ვგრძნობ, რომ ადამიანები ერთმანეთს მეტ ყურადღებას აქცევენ. ისინი ხშირად ეკითხებიან ერთმანეთს: როგორ ხარ? ეს გულწრფელი კითხვაა. ახლა მათში მეტ გულწრფელობას ვხედავ.''

გერმანიის ეროვნული ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა განაცხადა, რომ საფეხბურთო მატჩების გადადების საკითხი მეორეხარისხოვანია. მთავარია ვითარება გამოსწორდეს, რისთვისაც გერმანიის ეროვნული ნაკრები 2,5 მილიონი ევროს კონტრიბუციას გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები