ჩემპიონთა ლიგა უქმეებზე - უეფა-მ და ფედერაციებმა სეზონის დასრულების გეგმა შეიმუშავეს
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა უქმეებზე - უეფა-მ და ფედერაციებმა სეზონის დასრულების გეგმა შეიმუშავეს

უეფამ, ევროპულ კლუბთა ასოციაციამ, ევროპულმა ლიგებმა და FiFPro ევროპამ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც ყველა შიდა ჩემპიონატი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 30 ივნისისა (თუ ვითარება გაუმჯობესდება და ჩემპიონატების განახლება გამართლებული იქნება).

ეს გადაწყვეტილება ფედერაციებს 2019-20 წლების სეზონის ჩასამთავრებლად საკმარის დროს მისცემს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ზუსტი ფორმატი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ.

ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შესაძლებელია შიდა ჩემპიონატების მატჩები შუა კვირაში და ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის შეხვედრები კი, უქმეებზე გაიმართოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამორიცხული არაა 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიც შეიცვალოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რომელიმე ჩემპიონატი 30 ივნისის შემდეგ დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები