საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად - ტორპედო ვარჯიშს წყვეტს და ინიციატივას გამოთქვამს
Aa
Aa

საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად - ტორპედო ვარჯიშს წყვეტს და ინიციატივას გამოთქვამს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მონაწილე ქუთაისის ''ტორპედო'' კორონავირუსის გამო პირველი, სარეზერვო და ასაკობრივი გუნდები სავარჯიშო პროცესს გაურკვეველი ვადით წყვეტენ. ქუთაისური კლუბი მზადაა საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად მოაწყოს.

''ტორპედოს'' განცხადება: ''ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვგრძნობთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვითვასლიწინებთ რეკომენდაციებს. რისკების თავიდან არიდების მიზნით როგორც მთავარი, ისე ასაკობრივი გუნდები გარკვეული დროით წყვეტენ ვარჯიშს. ამასთანავე, მზად ვართ კლუბის საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად მოვაწყოთ.''

ანალოგიური შინაარსის განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გააკეთა, ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო მზადაა მის ბალანსზე არსებული სასტუმრო საკარანტინო ზონის მოსაწყობად გამოყოს. ასევე, სფფ მზადაა კორონავირუსთან საბრძოლველად 100 000 ლარი გაიღოს.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში საქართველოს ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდა. ამავდროულად კლუბებმა სავარჯიშო პროცესი შეაჩერეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები