Aa Aa
16 მარტი 2020  |  14:53

კორონავირუსი - კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება

imgbanner

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდებს შეხვდა.

 საუბარი შეეხო ქვეყანაში ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო საკალათბურთო ჩემპიონატების შეჩერებას.

გუნდების წარმომადგენლები დაეთანხმნენ ფედერაციის გადაწყვეტილებას, მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით  სუპერლიგისა და “ა” ლიგის გათამაშებების 6 აპრილამდე შეჩერებასთან დაკავშირებით.

კალათბურთის ფედერაცია და საკალათბურთო სამყაროს წევრები დააკვირდებიან ქვეყანაში მოვლენების განვითარებას და შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც 6 აპრილს ჩაინიშნა, ჩემპიონატების განახლებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JETX მარათონი