გოგას გარეშე - ინდიანამ სან ანტონიო დაამარცხა
Aa
Aa

გოგას გარეშე - ინდიანამ სან ანტონიო დაამარცხა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. გამთენიისას ნეით მაკმილანის შეგირდები სტუმრად, „სან ანტონიო სპურსს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე 116-111 დაამარცხეს.

მატჩი მასპინძელთა კარნახით დაიწყო და პოპოვიჩის გუნდმა პირველ მეოთხედში 34-26 იმარჯვა, თუმცა „პეისერსმა" მეორე მეოთხედი 17 ქულით, 40-23 მოიგო და უპირატესობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნა.

ბითაძეს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. „ინდიანას" კი 26 ქულით მალკოლმ ბროგდონმა ულიდერა. ტი ჯეი უორენმა 23 ქულას მოუყარა თავი. მაილს ტერნერი 17 ქულით გამოირჩა. დომანტას საბონისმა აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა და 14 ქულასთან ერთად, 11 მოხსნა გაიფორმა, ხოლო დაგ მაკდერმოტი ასევე 14 ქულას დასჯერდა.

„სან ანტონიოს" დამარცხების შემდეგ, „ინდიანა" „ფილადელფიას" გაუთანაბრდა და 37 მოგება და 24 წაგება აქვს. „პეისერსი" მომდევნო შეხვედრას აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერის, „მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები