Aa
Aa

ოქრიაშვილის გოლი და გამარჯვება - ანორთოსისი ნახევარფინალშია!

კვიპროსის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ „ნეა სალამისის“ ბარიერი დაძლია და ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა.

„ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში მეტოქის მოედანზე 2:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

სასიამოვნოა, რომ მატჩს წერტილი თორნიკე ოქრიაშვილმა დაუსვა, რომელმაც 85-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა.

ქეცბაიამ სასტარტოში ლორია, დაუშვილი და ოქრიაშვილი დააყენა. ნიკა კაჭარავა დისკვალიფიცირებული იყო, ხოლო ჯანო ანანიძე თადარიგში დარჩა.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში აუტსაიდერმა ახნასის ''ეთნიკოსმა'' შინ ''ანორთოსისი'' 5:0 გაანადგურა. 1 მარტს ქეცბაიას გუნდი ლარნაკას „აეკს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები