ჰენდერსონი სამ კვირას გამოტოვებს - ინგლისელი შესაძლოა ატლეტიკოსთან დაბრუნდეს
Aa
Aa

ჰენდერსონი სამ კვირას გამოტოვებს - ინგლისელი შესაძლოა ატლეტიკოსთან დაბრუნდეს

''ლივერპულის'' ინგლისელი ფეხბურთელი ჯორდან ჰენდერსონი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო თანაგუნდელებს სამი კვირა ვერ დაეხმარება. ინფორმაცია ''ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მედიასთან საუბარში დაადასტურა.

გერმანელი სპეციალისტის განცხადებით აღნიშნული ტრავმა ზოგჯერ გრძელვადიან მკურნალობას მოითხოვს, თუმცა ჰენდერსონთან მიმართებაში საგანგაშო ვითარება არაა, ''ლივერპულის'' ნახევარმცველი სამ კვირაში სავარჯიშო პროცესს განაახლებს.

კლოპმა ასევე აღნიშნა, რომ ჰენდერსონის გარდა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და თანაგუნდელები ჰენდერსონის შეცვლას სათანადოდ მოახერხებენ.

ფეხბურთელი ''ვესტ ჰემთან,'' ''უოტფორდთან'' და ''ბორნმუთთან'' მატჩებს გამოტოვებს. ასევე, ''ლივერპული'' ინგლისის ასოციაციის თასზე ''ჩელსის'' წინააღმდეგ ჰენდერსონის გარეშე ითამაშებს. შესაძლოა ინგლისელი ფეხბურთელი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის ''ატლეტიკოსთან'' საპასუხო მატჩში დაუბრუნდეს. აღნიშნული შეხვედრა 11 მარტს გაიმართებს.

16 მარტს მერსისაიდულ დერბიში ''ლივერპული'' ''ევერტონს'' დაუპირისპირდება. სავარაუდოდ, ამ მატჩისთვის ჰენდერსონი მზად იქნება.

29 წლის ჰენდერსონი 2011 წელს ''სანდერლენდიდან'' ''ლივერპულში'' გადავიდა. მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 25 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები