Aa
Aa

დასკვნითი წვრთნა მატჩამდე - CrystalSport-ის კადრები და კომენტარები ნაკრების ვარჯიშიდან

საქართველოს ეროვნული ნაკრები "ევრობასკეტ 2021"-ის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩს 20 თებერვალს, თბილისში, შვეიცარიასთან გამართავს.

CrystalSport-ის გადამღები ჯგუფი ეროვნულ ნაკრებს დღეს "სპორტის სასახლეში" ეწვია, სავარჯიშო პროცესი გადაიღო და კომენტარები ჩაწერა. 

როგორც მასპინძელს, საქართველოს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოპოვებული აქვს, თუმცა საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები უაღრესად მნიშვნელოვანია ნაკრების ფორმირებასა და ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად.

შვეიცარიასთან შეხვედრა 20 თებერვალს, სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებს დარბაზში შესვლა 18:00 საათიდან შეეძლებათ.

მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ იყიდება, ხოლო მატჩის დღეს მათი შეძენა სპორტის სასახლის სალაროებშიც იქნება შესაძლებელი, რომლებიც 11 საათიდან იმუშავებს.

მანუჩარ მარკოიშვილი - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი

 

გიორგი შერმადინი - საქართველოს ნაკრების წევრი

 

მიხეილ ბერიშვილი - საქართველოს ნაკრების წევრი

 

დუდა სანაძე - საქართველოს ნაკრების წევრი

 

რატი ანდრონიკაშვილი - საქართველოს ნაკრების წევრი 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები