შენგელიას საგოლე გადაცემა თურქეთის სუპერლიგაში
Aa
Aa

შენგელიას საგოლე გადაცემა თურქეთის სუპერლიგაში

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ლევან შენგელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა და ამ გოლით ''ქონია'' ''გიოზთეფესთან'' შეხვედრაში დაწინაურდა, თუმცა შემდეგ სტუმრებმა 3 გოლი შეაგდეს და ''ქონია'' საკუთარ კედლებში ქულის გარეშე დარჩა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ''ქონიას'' სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. მიმდინარე სეზონში შენგელიამ თურქეთის უმაღლეს ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

22 ტურში ''ქონიამ'' მხოლოდ 20 ქულა მოაგროვა, მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

შენგელიას საგოლე გადაცემა


 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები