საქართველო-ბელარუსის ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დაიწყო
Aa
Aa

საქართველო-ბელარუსის ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დაიწყო

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. საფეხბურთო დაპირისპირება ''დინამო არენაზე'' 26 მარტს გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დაიწყო.

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ:''უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩის, საქართველო - ბელარუსის, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დღეს, 15 თებერვალს დაიწყო. ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია კი, დინამოზე არენას სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყება. 

23 თებერვალს, საქართველოს სუპერ თასის მატჩის დღეზე, მხოლოდ ერთი დღით, ბილეთების შეძენა, პარალელურად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებშიც იქნება შესაძლებელი. გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეეძლება. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

⚠︎ ერთ მომხმარებელს 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. შეზღუდვა ვრცელდება ბილეთის როგორც ონლაინ, ისე სალაროებში ყიდვის შემთხვევაში.

საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული გუნდების მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ შედგება. ⚠︎ გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრის ყველა ბილეთზე, მითითებულია კონკრეტული შესასვლელი - გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული სტადიონის კარი.''

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები