გამოცდილი სერბი ნახევარმცველი ''ტორპედოში'' ითამაშებს
Aa
Aa

გამოცდილი სერბი ნახევარმცველი ''ტორპედოში'' ითამაშებს

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ''ტორპედოს'' პრესსამსახურის ცნობით იმერულ გუნდში სერბი ვანია მარკოვიჩი ითამაშებს. 25 წლის სერბი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

25 წლის ნახევარმცველი 2013-17 წლებში პოლონეთის უმაღლესი ლიგის კლუბ ''კორონაში'' თამაშობდა. 2017-18 წლებში მარკოვიჩი მაკედონიურ ''ვარდარში'' ჯაბა ჯიღაურის თანაგუნდელი იყო, აღნიშნულ სეზონში ''ვარდარმა'' ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

2018-19 წლების სეზონი მარკოვიჩმა პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის ''ფარენსეში'' გაატარა, ქართულ კლუბში გადასვლამდე უნგრული ''კაპოშვარის'' ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები