Aa Aa
14 თებერვალი 2020  |  10:22

სკალონი: „მესი ბარსელონაში თავს კომფორტულად გრძნობს"

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი ლეო მესის „ბარსელონადან“ შესაძლო წასვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „ალბისელესტეს“ თავკაცმა „ლა პულგას“ შესახებ არგენტინულ პრესასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ოქროს ბურთის ექვსგზის გამარჯვებული „კამპ ნოუზე“ თავს კომფორტულად გრძნობს.

„მესის პრობლემები არ აქვს. ბეტისთან მატჩში მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ მინდორზე მაინც საუკეთესო იყო. ლეომ შედეგიანი გადაცემები დაარიგა და ყველა შანსი გამოიყენა.

სანერვიულო არაფერი მაქვს. მესი როგორც ბარსელონაში, ასევე არგენტინის ნაკრებში თავს კომფორტულად გრძნობს. მან საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩემი აზრით, იგი ბარსაში თავს კომფორტულად გრძნობს“.

სკალონი მოახლეუბულ კოპა ამერიკასაც შეეხო და აღნიშნა: „წლევანდელი კოპა ამერიკის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. მესი ერთადერთი არაა, ვისაც ჩემპიონობის მოპოვება სურს. კოპა ამერიკაზე სასურველი შედეგის მიღწევა მთავარ მწვრთნელსა და მის თანაგუნდელებსაც უნდათ“.

შეგახსენებთ, რომ „ალბისელესტე“ კოპა ამერიკაზე პირველ შეხვედრას 12 ივნისს, ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები