გრიზმანი:
Aa
Aa

გრიზმანი: "გულშემატკივარმა უდიდესი როლი ითამაშა"

გერმანიისა და საფრანგეთის (0:2) შეხვედრაზე, "უეფას" ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა, კომენტარი გააკეთა.

"ყველა ძალიან ბედნიერია. გუნდმა და სამწვრთნელო შტაბმა უდიდეს სამუშაო გაიღო. თუმცა, ვფიქრობ, დიდებული გულშემატკივრობის გარეშე, ვერაფერს მივაღწევდით". 

"ჩვენ ვგრძნობთ, რომ მთელი ქვეყანა გვერდით გვიდგას და მათთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

"ფინალისთვის იდეალური მომზადება და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. იმედი მაქვს, 3 დღის შემდეგაც ასეთივე გახარებული ვიქნები". - დაასრულა გრიზმანმა, რომელიც მიმდინარე ტურნირზე Man of the Match-ად მეორედ დასახელდა.

მატჩის საუკეთესოდ, ასევე ორჯერ აღიარეს კრიშტიანუ რონალდუ და რენატო სანჩესი. 

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები