Aa
Aa

მორიგი შეხვედრა ლისაბონში - "მილანი" ლუიშზე პასუხს ელოდება

Calciomercato-ს ინფორმაციით, „მილანი“ ფლორენტინო ლუიშის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს და შესაძლოა, ფეხბურთელი საკუთარ რიგებში ზამთარშივე დაარეგისტრიროს.

როგორც გამოცემა გვამცნობს, ლუიშის წარმომადგენლებმა „ბენფიკას“ უფროსობასთან გუშინ შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც 20 წლის ფეხბურთელის იტალიურ კლუბში გადასვლაზე იმსჯელეს.

ლისაბონელებმა „როსონერის“ წინადადება უკვე იციან, რაც ახალგაზრდა ნახევარმცველის 18-თვიანი იჯარით აყვანასა და მის 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებას გულისხმობს. თუმცა, „არწივებს“ გარიგების სანაცვლოდ უფრო მეტის მიღება სურთ.

ლუიშის აგენტმა „ბენფიკას“ ხელმძღვანელობასთან სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა და მათი დარწმუნება სცადა, რომ „მილანის“ ეს წინადადება მიიღონ. შესაბამისად, იტალიური მხარე მოლოდინის რეჟიმშია და ლისაბონიდან კონკრეტულ პასუხს ელოდება.

ფლორენტინო ლუიშს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, მხოლოდ 7 შეხვედრაში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები