Aa Aa
25 იანვარი 2020  |  14:14

''რომა'' ''ბარსას'' შემტევის ტრანსფერზე მუშაობს

Mirror-ის ინფორმაციით, „რომა“ „ბარსელონას“ 21 წლის ესპანელი შემტევის კარლეს პერესის შეძენას აპირებს.

რომაელები პერესს დაშავებული ნიკოლა ძანიოლოს შემცვლელად მოიაზრებენ.

თავის მხრივ პერესის გაშვების წინააღმდეგი არ არის „ბარსელონაც“, რომელიც მალე ცენტრფროვარდის გაფორმებას გეგმავს და 1 მოთამაშის გაშვება მათ გეგმებში ნამდვილად შედის.

ახლა გასარკვევია რა ფორმის გარიგებას დადებენ კლუბები, იქნება ეს იჯარა გამოსყიდვის უფლებით, თუ უბრალოდ განათხოვრება სეზონის ბოლომდე.

შეგახსენებთ, რომ კარლეს პერესმა „ბლაუგრანას“ პირველ გუნდში 13 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JETX მარათონი