Aa
Aa

„დორტმუნდი" ჯანის ტრანსფერით ინტერესდება

დორტმუნდის „ბორუსიას“ ინტერესთა სფეროში „იუვენტუსის“ 26 წლის გერმანელი საყრდენი, ემრე ჯანი მოხვდა. იტალიური პრესის ინფორმაციით, „ყვითლებმა“ „იუვესთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს და პირველი შეთავაზებაც გააკეთეს.

გერმანელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ჩამოდიან, თუმცა „ბიანკონერიმ“ წინადადება უარყო, რადგან ტრანსფერში 25-30 მილიონი ევროს მიღება სურს.

Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ თუკი დორტმუნდელები ჯანს თავიანთ რიგებში გადაიყვანენ, მზად არიან, მასთან 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმონ. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

ჯანი „ვეკია სინიორას“ მაისურით 2018 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2.5 წლით აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები