ანანიძემ ''სპარტაკთან'' კონტრაქტი გაწყვიტა: სად წავა ქართველი ფეხბურთელი?
Aa
Aa

ანანიძემ ''სპარტაკთან'' კონტრაქტი გაწყვიტა: სად წავა ქართველი ფეხბურთელი?

Championat.com-ის ცნობით ჯანო ანანიძემ მოსკოვის ''სპარტაკთან'' კონტრაქტი გაწყვიტა. ფეხბურთელი რუსულ კლუბში 2009 წლიდან ირიცხებოდა და კონტრაქტის გაწყვეტამდე მოქმედი კონტრაქტის მიხედვით ანანიძის წლიური ხელფასი მილიონ 700 000 ევროს შეადგენდა.

მოგვიანებით ინფორმაცია მოსკოვის ''სპარტაკის'' ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. რუსულმა გუნდმა ანანიძეს წარმატებები უსურვა. კლუბის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ ქართველი კლუბის ისტორიაში შევიდა, 2009 წლის 15 ივლისს 16 წლის ანანიძის დებიუტი რუსეთის თასზე ''კრასნოდართან'' შედგა, მან ამ მატჩში გოლი შეაგდო და კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. საერთო ჯამში ქართველმა ფეხბურთელმა რუსული გუნდის რიგებში 146 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი შეაგდო.

ფეხბურთელის დამატების სურვილი თურქულ ''დენიზლს'' აქვს, თუმცა მოლაპარაკება გაჭიანურდა.

კვიპროსული მედიის ცნობით ჯანო ანანიძის მიმართ ''ანორთოსისია'' დაინტერესებული. მას შემდეგ რაც ანანიძემ რუსულ გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა, მისი კუნძულზე გადასვლის შანსი გაიზარდა.

შეგახსენებთ, ანანიძე 2009 წლიდან მოსკოვის ''სპარტაკის'' ფეხბურთელი იყო. მან 2013 წელს იჯარის წესით ''როსტოვში'' ითამაშა, გასული სეზონის მეორე ნახევარში კი ასევე იჯარით ''კრილია სოვეტოვში'' ასპარეზობდა. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ანანიძე ''სპარტაკში'' დაბრუნდა და კვლავ ნაცნობი პრობლემის წინაშე დადგა, მას მოსკოვურ გუნდში არ ენდობოდნენ და კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები