Aa Aa
19 იანვარი 2020  |  00:15

შერმადინი კვლავ დომინირებს! მორიგი ორმაგი დუბლი, გამარჯვება და MVP!

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ ცენტრმა გიორგი შერმადინმა, რომლის გუნდმა „ესტუდიანტესს“ 76:59 სძლია.

შერმადინი პარკეტზე 25:25 წუთი იმყოფებოდა, ამ დროში მან 21 ქულა, 14 მოხსნა, 2 გადაცემა, 1 ჩაჭრა შეასრულა და შეხვედრის MVP გახდა!

ამ გამარჯვების შემდეგ „ტენერიფე“ 12-6-ზე ბალანსით სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე იმყოფება და თავის მომდევნო შეხვედრას 26 იანვარს „ბურგოსის“ წინააღმდეგ გამართავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები