Aa
Aa

სად გადავა მუნიე? - ევროპული გრანდები ბელგიელისთვის იბრძვიან

ფრანგული Le Parisien-ის თქმით, ტომას მუნიეს მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული გრანდი იჩენს და ფეხბურთელის პსჟ-ს რიგებში დარჩენა თითქმის გამორიცხულია.

28 წლის ბელგიელ განაპირა მცველს ზაფხულში პარიზელებთან კონტრაქტი უსრულდება, ამიტომაც მსურველი კლუბები თადარიგის დაჭერასა და მოლაპარაკებების იანვარშივე დაწყებას ეცდებიან.

როგორც გავლენიანი გამოცემა გვამცნობს, მუნიეს ტრანსფერით დაინტერესებულთა შორის „ბაიერნი“, „იუვენტუსი“, „ინტერი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და პრემიერ ლიგის კიდევ რამდენიმე გუნდია.

„იუნაიტედი“ მუნიეს შეძენაზე ეშლი იანგის გაშვების შემდეგ დაფიქრდა, დანარჩენებს კი ქმედითი ნაბიჯი ჯერჯერობით არ გადაუდგამთ.

სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, გამოცდილი ბელგიელის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები