Aa
Aa

''ჯენოა'' კინტეროს ტრანსფერზე მუშაობს

ესპანური Marca-ს ცნობით იტალიური ‘‘ჯენოა’’ ხუან ფერნანდო კინტეროს გადაბირებით დაინტერესდა. იტალიური კლუბის ხელმძღვანელებმა ‘‘რივერ პლეიტის’’ მმართველებს ოფიციალური შეთავაზებით მიმართეს.

2019 წელს კოლუმბიელმა ტრავმის გამო ბევრი მატჩი გამოტოვა. მიმდინარე სეზონში ‘‘რივერისთვის’’ მხოლოდ ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ტრავმა მოიშუშა და ამჟამად კარგ ფიზიკურ კონდიციაშია.

26 წლის ცაციას ევროპაში თამაშის გამოცდილება აქვს, 2013-15 წლებში ‘‘პორტუს’’ ღირსებას იცავდა, შემდეგ კი ნახევარი სეზონი ფრანგული ‘‘რენისთვის’’ თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები