Aa
Aa

„ჩელსიმ" „ბენფიკას" წინადადებით მიმართა - „ლურჯებს" ფერნანდეში სურთ

Sky Sports-ის ინფორმაციით ლონდონის „ჩელსი“ ჟედსონ ფერნანდეშით დაინტერესდა და „ბენფიკას“ წინადადებითაც მიმართა.

„ლურჯები“ მზად არიან ფერნანდეში 18-თვიანი იჯარით გადაიყვანონ და სურვილის შემთხვევაში მისი კონტრაქტი 55 მილიონ ფუნტად გამოისყიდონ.

„ჩელსის“ გარდა 20 წლის ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა „ვესტ ჰემსაც“ სურს, მაგრამ „ნისლიან ალბიონზე“ „არისტოკრატებს“ მთავარ ფავორიტებად მიიჩნევენ.

ფერნანდეშის გამოსასყიდი თანხა 102 მილიონ ფუნტს შეადგენს, თუმცა „ბენფიკაში“ იციან, რომ მის სანაცვლოდ ამხელა თანხას არავინ გადაიხდის. საქმე ისაა, რომ 20 წლის ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აღარ აქვს და „არწივების“ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება.

აქვე გეტყვით, რომ „ლურჯებს“ შეტევის გაძლიერება „ფლამენგოს“ თავდამსხმელის, გაბიგოლის გადაბირებითაც სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები