Aa
Aa

სერენა და ვოზნიაცკი წყვილებში ერთად პირველად ითამაშებენ

სერენა უილიამსი და კაროლინ ვოზნიაცკი წყვილთა შორის ერთობლივად პირველად ითამაშებენ. ამერიკულ-დანიური დუეტი ოკლენდში გასამართ 250-იან ტურნირზე იასპარეზებს.

სერენა და ვოზნიაცკი დიდი ხნის მეგობრები არიან, თუმცა წყვილთა ჩოგბურთში ისინი მაინცდამაინც ხშირად არ გამოდიან. უშუალოდ სერენას, ვენუსის გარდა, 2002 წლის შემდეგ წყვილთა ჩოგბურთში სხვასთან ერთად არ უთამაშია.

ვოზნიაცკის გასულ წელს რემატოიდული ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს, რაც კიდურის დაავადებაა. ამის გამო დანიელი იანვარში გასამართი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ აქტიურ საჩოგბურთო კარიერას ასრულებს.

ოკლენდის ტურნირი 6 იანვარს დაიწყება, უშუალოდ წყვილთა გათამაშება კი 11 იანვარს ფინალური მატჩით დაიხურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები