ესპანური AS ნაკრებში დელ ბოსკეს შემცვლელს ასახელებს!
Aa
Aa

ესპანური AS ნაკრებში დელ ბოსკეს შემცვლელს ასახელებს!

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესპანური სპორტული სააგენტო AS ამ ქვეყნის ნაკრების მწვრთნელის შესახებ უახლეს კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს. 

საქმე ისაა, რომ წყაროს მტკიცებით, ვისენტე დელ ბოსკეს წასვლა გადაწყვეტილია და ცნობილია მისი შემცვლელიც - ხოაკინ კაპაროსი. 

60 წლის ესპანელ სპეციალისტსს არაერთ კლუბში უმუშავია, რომელთაგანც "ვილიარეალი", "სევილია", "ბილბაო", "დეპორტივო", "ლევანტე" და "მალიორკა" უნდა გამოვყოთ. მისი ბოლო კლუბი "გრანადა" გახლდათ, რომელსაც 2014-2015 წლებში ედგა სათავეში.

იმავე სტატიაში AS-ს საინტერესო სტატისტიკური მონაცემიც მოყავს, რომლის მიხედვითაც, სამწვრთნელო ასპარეზზე კაპაროსს წაგება უფრო მეტი აქვს, ვიდრე მოგება. უფრო კონკრეტულად, მისი გუნდების მიერ მოგება შეხვედრათა 36.2%-ში ფიქსირდება, 25.9% ფრეზე მოდის, ხოლო მარცხს 37.9%-ის წილი აქვს. 

საგულისხმოა ისიც, რომ საკმაოდ გამოცდილ და მრავლისმნახველ კაპაროსს აქამდე სანაკრებო ფეხბურთთან შეხება არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები