ჩაკვეტაძის წარმატებული დებიუტი ევროპა ლიგაზე
Aa
Aa

ჩაკვეტაძის წარმატებული დებიუტი ევროპა ლიგაზე

ბელგიური ''გენტის'' ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა. იეს ტორუპის გუნდმა უკრაინული ''ოლექსანდრია'' 2:1 დაამარცხა.

20 წლის ქართველი ტალანტი თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო გიორგი ქვილითაია მინდორზე მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე გამოვიდა.

გასულ სეზონში მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ ჩაკვეტაძე მინდორზე 7 დეკემბერს ''ზულტე ვარეგემთან'' დაბრუნდა. ტორუპმა ქართველი ზედიზედ მეორე მატჩში ათამაშა.

I ჯგუფში ''გენტი'' 12 ქულით პირველ ადგილზე გავიდა და ''ვოლფსბურგს'' 1 ქულით გაასწრო. ''სენტ-ეტიენი'' და ''ოლექსანდრია'' ევროტურნირს დაემშვიდობნენ.

''გენტი'' შემდეგ მატჩს ბელგიის ჩემპიონატში ''ოსტენდესთან'' სტუმრად გამართავს. შეხვედრა 15 დეკემბერს გაიმართება.

ფოტო: kaagent.be

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები