''ძალიან ბედნიერი ვარ'' - 19 წლის ქართველი ფრანგულ ლიგა 1-ში!
Aa
Aa

''ძალიან ბედნიერი ვარ'' - 19 წლის ქართველი ფრანგულ ლიგა 1-ში!

19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგული ლიგა 1-ის ''მეცთან'' პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით მიქაუტაძე ფრანგულ კლუბში 2020 წლის ზაფხულამდე ითამაშებდა, თუმცა მხარეებმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვით შემტევი გუნდის ღირსებას 2023 წლის ივნისამდე დაიცავს.

''ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ხომ ჩემი პირველი პროფესიონალური კონტრაქტია. ვარჯიშს ვაგრძელებ და ვეცდები გუნდისთვის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო'' - აღნიშნა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

2000 წლის 31 ოქტომბერს დაბადებული ფეხბურთელი ''მეცის'' სარეზერვო გუნდს 2018 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ''მეცის'' პირველ გუნდში დააწინაურეს და ლიგა 1-ის მე-17 ტურში ''ნიცას'' წინააღმდეგ სადებიუტო მატჩი ჩაატარა, მთავარმა მწვრთნელმა 83-ე წუთზე ჩართო თამაშში.

17 ტურის შემდეგ 20-გუნდიან ლიგა 1-ში ''მეცი'' 15 ქულით მე-18 ადგილზეა და არსებული რეალობიდან გამომდინარე ელიტაში დარჩენისთვის იბრძოლებს.

ფოტო: fcmetz.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები