Aa
Aa

სინიშა მიხაილოვიჩი ქალაქ ბოლონიის საპატიო მოქალაქის წოდებას მიიღებს

იტალიური „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიხაილოვიჩი ქალაქ ბოლონიის საპატიო მოქალაქე გახდება. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ბოლონიის მერიამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: „ბოლონიის ძმა და შვილი. დღევანდელ სხდომაზე მერიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ სინიშა მიხაილოვიჩს ბოლონიის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭოს“.

როგორც იცით, სერბ სპეციალისტს ივლისში ლეიკემია დაუდგინდა, რის შემდეგაც მან ქიმიოთერაპიის სამი კურსი გაიარა და ძვლის ტვინი გადაინერგა. პრობლემების მიუხედავად, მიხაილოვიჩს თავისი გუნდი არ მიუტოვებია და საავადმყოფოში ყოფნისას თავის სამწვრთნელო შტაბს ინსტრუქციებს ვიდეოზარის დახმარებით აძლევდა.

50 წლის სინიშამ ჰოსპიტალი ცოტა ხნის წინ დატოვა და კვირას „მილანის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.

მიხაილოვიჩისთვის "ბოლონია" სამწვრთნელო კარიერაში მე-7 გუნდია. მან "როსობლუ" ზამთარში ჩაიბარა და გუნდთან ერთად საკმაოდ კარგი შედეგები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები