ბრენდან როჯერსმა „ლესტერთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
Aa
Aa

ბრენდან როჯერსმა „ლესტერთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბრენდან როჯერსმა „ლესტერს“ საკუთარი მომავალი 2025 წლამდე დაუკავშირა. ჩრდილოეთ ირლანდიელი „მელიების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებულად მუშაობს და მოულოდნელობა არ ყოფილა „კინგ პაუერის“ ბინადრებმა მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება რომ გადაწყვიტეს.

რამდენიმე დღეა ბრიტანულ პრესაში როჯერსს „არსენალს“ უკავშირებენ, თუმცა 46 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ „ლესტერში“ ბედნიერია და კლუბის დატოვებას არ აპირებს.

Daily Mail-ის ცნობით „მელიების“ ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ როჯერსთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, წამყვანი ფეხბურთელები „ლესტერის“ რიგებს აღარ დატოვებენ. ბრიტანული გამოცემა განსაკუთრებულ აქცენტს ჯეიმი მედისონზე და ბენ ჩილუელზე აკეთებს.

როგორც მოგეხსენებათ „ლესტერის“ შემტევის საკუთარ რიგებში ხილვით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება. ჩილუელის გადაბირება კი ლონდონის „ჩელსის“ სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები