Aa
Aa

მენდეში: „რონალდუ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და ეს თქვენც კარგად იცით“

კრიშტიანუ რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში ლიონელ მესისთვის ოქროს ბურთის გადაცემას გამოეხმაურა. მენდეში პარიზში არ იმყოფებოდა, რადგან Gran Galà del Calcio-ს ცერემონიას დაესწრო, რომელიც მილანში გაიმართა.

რონალდუს აგენტმა თავისი პოზიცია სწორედ ამ ღონისძიებაზე დააფიქსირა და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: "კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და ეს თქვენც კარგად იცით“.

აღსანიშნავია, რომ ამავე ღონისძიებაზე რონალდუს შესახებ „ბებერი ქალბატონის“ სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმაც ისაუბრა.

„კრიშტიანუს სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღება იმიტომ უნდოდა, რომ ამბიციური ადამიანია და ასევე სურს ყველას დაანახოს, რომ იტალიაში საუკეთესოა“.

„იუვენტუსში ვთვლით, რომ რონალდუ ოქროს ბურთს იმსახურებს. კრიშტიანუს კი პრესტიჟული ჯილდოს მოგება „იუვეს“ მაისურით სურს“.

როგორც მოგეხსენებათ France Football-მა "ბიანკონერის" თავდამსხმელს მესამე ადგილი მიაკუთვნა. საგულისხმოა, რომ 2010 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა კრიშტიანუ საუკეთესო ორ ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები