Aa
Aa

"წავიდეს და პრეტენზიები ბელგიელ პოლიტიკოსებს წაუყენოს", - პლატინიმ დე ბრუინს უპასუხა

უეფას ყოფილი პრეზიდენტი და ლეგენდარული ფეხბურთელი მიშელ პლატინი კევინ დე ბრუინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

„ეს სირცხვილია. ყველაფერი წინასწარ არის გარკვეული. პირადად ჩემთვის ეს ტურნირის დამახინჯება არის. ფეხბურთი სულ უფრო და უფრო ბიზნესს ემსგავსება“. - თქვა დე ბრუინმა, რომელიც ევრო 2020-ზე ბელგიის ნაკრების ჯგუფის მეტოქეების წინასწარ გამოვლენის გამო აღშფოთებული გახლდათ.

უკვე ცნობილია, რომ ბელგიელები B ჯგუფში რუსეთთან, დანიასთან და უელსი-ფინეთიდან ერთ-ერთთან ითამაშებენ. შეხვედრებს კი დანია და რუსეთი უმასპინძლებს.

„ევრო 2020-ის კონცეპციის შექმნაში და მასპინძელი ქვეყნების შერჩევაში თავდაპირველად მეც ვმონაწილეობდი. თუ, ბელგიას მატჩების საკუთარ კედლებში ჩატარება სურდა, მაშინ ერთი ახალი სტადიონი მაინც უნდა აეშენებინათ და ეს დროულად უნდა გაეკეთებინათ.

განიხილებოდა, რომ ევრო 2020-ის მატჩები ბრიუსელშიც უნდა გამართულიყო. საბოლოოდ მათი ლოდინი მოგვიხდა და მივიღეთ ის რაც დღეს გვაქვს. უმჯობესია თუ დე ბრუინი წავა და პრეტენზიებს საკუთარი ქვეყნის პოლიტიკოსებს წაუყენებს“. განაცხადა პლატინიმ, რომლის სიტყვებსაც RMC Sport-ი ქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები