მაგუაირის მსგავსად - ობამეიანგს კაპიტნის მოვალეობები დაავიწყდა
Aa
Aa

მაგუაირის მსგავსად - ობამეიანგს კაპიტნის მოვალეობები დაავიწყდა

„არსენალმა“ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე შეხვედრაში „აინტრახტის“ წინააღმდეგობა ვერ დასძლია და საკუთარ კედლებში 1-2 დამარცხდა. გერმანულ გუნდთან მატჩში „მეთოფეებს“ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა უკაპიტნა. გაბონელმა კაპიტნის სამკლაური ცოტა ხნის წინ გადაიბარა და საკუთარი მოვალეობები ბოლომდე ჯერ კიდევ არ აქვს გათავისებული.

„აინტრახტთან“ შეხვედრაში „ობას“ დაავიწყდა, რომ მონეტის აგდების პროცესს უნდა დასწრებოდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ მსაჯები იძულებულები გახდნენ 30 წლის თავდამსხმელი თავისთან მოეხმოთ. ობამეიანგი კი მათ გაღიმებული დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ გაბონელს თან „არსენალის“ ვიმპელიც არ ჰქონდა და „აინტრახტის“ კაპიტნისგან ბოძებულ ვიმპელს სიცილით უპასუხა.

 

ლონდონელთა ქომაგთა სამწუხაროდ, "არსენალს" საქმე სასაცილოდ ნამდვილად არ აქვს. უნაი ემერის გუნდმა ბოლო 7 შეხვედრიდან ვერცერთი მოიგო და „ნისლიან ალბიონზე“ დარწმუნებულები არიან, რომ უახლოეს მომავალში ესპანელ სპეციალისტს დაკავებული პოსტის დატოვება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები