30 წელი მარადონას
Aa
Aa

30 წელი მარადონას "ღმერთის ხელი"-დან...

1986 წლის 22 ივნისს მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ შეხვედრაში დიეგო მარადონამ ინგლისი ნაკრებს საყოველთაოდ ცნობილი გოლი გაუტანა, რომელსაც "ღმერთის ხელი" ეწოდა, რამეთუ ლეგენდარულმა არგენტინელმა ინგლისელთა მეკარესთან საჰაერო ორთაბრძოლისას ბურთი კარში აშკარად ხელით შეადგო. 

სწორედ ამ გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი და "ალბისელესტე" 1/2 ფინალში გაიყვანა, საბოლოოდ კი მარადონა და კომპანია ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრების დამარცხების (3:2) შემდეგ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლნენ. 

დღეს ამ ფაქტთან დაკავშირებით სტატია UEFA-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები