Aa
Aa
19 ნოემბერი 2019  |  16:53

სპეცრაზმი მსაჯების დასაცავად - ქომაგებმა, მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა არბიტრებზე გაიწიეს

პერუში „დეპორტივო გარსილასოსა“ და „დეპორტივო ლაკუაბამბას“ შორის გამართულ შეხვედრაში საზარელი ინციდენტი დაფიქსირდა. მატჩის 55-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა ერთ-ერთ მოთამაშეს წითელი ბარათი უჩვენა, რასაც დიდი არეულობა მოჰყვა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ გულშემატკივრები და სამწვრთნელო შტაბის წევრები მოედანზე შეიჭრნენ და ფეხბურთელებთან ერთად მსაჯებს თავს დაესხნენ. სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ არბიტრების დასაცავად მინდორზე სპეცრაზმი შევიდა.

მატჩის შემდეგ "ლაკუაბამბას" ფეხბურთელებმა სტადიონი სატვირთო ავტომობილით დატოვეს, რომელსაც ცხენების ტრანსპორტირებისთვის იყენებენ. სტუმრებს წესითა და რიგით თავიანთი ავტობუსი უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ მასპინძელთა ქომაგებმა „ლაკუაბამბას“ ავტობუსს, რომელიც მოთამაშეებს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ელოდებოდა, ქვები დაუშინეს. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ სატვირთოს სამართალდამცველთა ესკორტი მიაცილებდა.

ქალაქ კუსკოს პოლიციის წარმომადგენლებმა მომხდარი დაგმეს და განაცხადეს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები