NBA - „ბოსტონის“ სერია შეწყდა, „ლეიკერსს“ ვერ აჩერებენ
Aa
Aa

NBA - „ბოსტონის“ სერია შეწყდა, „ლეიკერსს“ ვერ აჩერებენ

საკრამენტო - ბოსტონი 100 – 99

„საკრამენტომ“ „ბოსტონ სელტიქსის“ 10 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. „მეფეებთან“ დაპირისპირებაში „კელტები“ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირეს.

სტივენსის გუნდს მოგების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ბოლო წამებზე მარკუს სმარტს ძალიან არ გაუმართლა და ეს ის შემთხვევაა, როცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კალათმა ბურთი არ მიიღო.

გამარჯვებულებს რაც შეეხება, „კინგსის“ წარმატება ბადი ჰილდის დამსახურება გახლდათ, რომელიც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და აქტივში 35 ქულა ჩაიწერა. ჰარისონ ბარნსმა 13 ქულა მიითვალა. ბიელიცამ და ბოგდანოვიჩმა კი 12-12 ქულა გაიფორმეს.

„ბოსტონმა“ გუნდური კალათბურთი შემოგვთავაზა. „კელტების“ მხრიდან 10 ქულიანი ნიშნული 6-მა მოთამაშემ გადალახა. ყველაზე შედეგიანი კი ჯეილენ ბრაუნი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა გაიფორმა.

ლეიკერსი - ატლანტა 122 – 101

ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის „ლეიკერსი“ წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. ლოს-ანჯელესელები დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილს იკავებენ და გამთენიისას კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს.

„ლეიკერსმა“ ამჯერად ჯონ კოლინსის გარეშე დარჩენილ „ატლანტას“ სძლია. ფრენკ ვოგელის შეგირდები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ და კითხვის ნიშნები არ დაუტოვებიათ.

„ლეიკერსს“ 33 ქულით, 12 ასისტითა და 7 პასით „მეფემ“ ულიდერა. სათადარიგოთა სკამიდან შესულმა კუზმამ 17 ქულა დააგროვა. ენტონი დევისი 14 ქულასა და 1 მოხსნას დასჯერდა. რაჯონ რონდომ კი 15 ქულა გაიფორმა.

„ატლანტას“ რიგებში 31 ქულით ტრეი იანგი გამოირჩა. კემერონ რედიშმა 13 ქულა მიითვალა. ჯაბარი პარკერმა, დეანდრე ჰანტერმა და ალან კრაბმა კი აქტივში 11-11 ქულა ჩაიწერეს.

კლივლენდი - ფილადელფია 95 – 114

მემფისი - დენვერი 114 – 131

ორლანდო - ვაშინგტონი 125 – 121

ნიუ ორლეანი - გოლდენ სტეიტი 108 - 100

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები