იანვრის მეგა ტრანსფერი?  ''რეალი'' ბეილს თმობს და პოგბას არ ეშვება
Aa
Aa

იანვრის მეგა ტრანსფერი? ''რეალი'' ბეილს თმობს და პოგბას არ ეშვება

ბრიტანული მედიის ცნობით მადრიდის ''რეალის'' თავდამსხმელმა გარეტ ბეილმა კარიერა შესაძლოა ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გააგრძელოს. Sun-ის ცნობით თუ ''წითელ ეშმაკებში'' უელსელის ტრანსფერი არ შედგება, ''რეალში'' დარწმუნებულნი არიან, რომ ფეხბურთელი კლუბს 2020 წლის ზაფხულში აუცილებლად დაემშვიდობება. ''მანჩესტერ იუნაიტედში'' ბეილის გადაბირების დიდი სურვილი აქვთ.

ბრიტანული წყაროს ცნობით მადრიდის ''რეალისთვის'' ბეილის ინგლისურ გრანდში გადასვლა შესანიშნავი ბერკეტია იმისთვის, რომ ესპანელებმა პოლ პოგბას ტრანსფერზე აქტიურად იმუშავონ. გასულ ზაფხულში ზიდანის სურვილი პოგბასთან დაკავშირებით რეალობად არ იქცა, თუმცა შესაძლოა 2020 წლის იანვარში პოგბამ კარიერა მადრიდულ გრანდს დაუკავშიროს და ზიდანთან იმუშავოს.

გასულ ზაფხულში გარეტ ბეილს ''რეალიდან'' წასვლის დიდი სურვილი ჰქონდა. ანალოგიურ აზრზე გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იყო, თუმცა ჩინურ კლუბში ფორვარდის ტრანსფერი ჩაიშალა. აზიური მხარე ბეილს ყოველკვირეული ხელფასის სახით 1 მილიონ ფუნტ სტერლინგს სთავაზობდა.

ბეილს ''სამეფო კლუბთან'' კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. ფეხბურთელი კვირაში 650 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები