თორნიკე შენგელია ევროლიგის ბოლო 10-წლეულის საუკეთესოთა შორის დასახელდა!
Aa
Aa

თორნიკე შენგელია ევროლიგის ბოლო 10-წლეულის საუკეთესოთა შორის დასახელდა!

„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროლიგის ბოლო ათწლეულის (2010-2020) საუკეთესო მოთამაშეთა შორის არის ნომინირებული.

ევროლიგის ოფიციალურმა ვებ გვერდმა ბოლო დეკადის საუკეთესო კალათბურთელების გამოვლენა გადაწყვიტა. აი ასე ახასიათებენ ისინი თოკოს:

„შენგელია ამ ათწლეულში ევრლიგაში ლიდერი გახდა. ის მძიმე ფორვარდია, რომელიც ათლეტურობითა და მობილურობით გამოირჩევა.

ის განსაკუთრებით „ბასკონიაში“ გამოირჩევა. 2010 წელს „ვალენსიას“ შემადგენლობაში ევროთასზე მისი დებიუტი შედგა. 2011-12 წლებში კი „შარლერუას“ რიგებში მას ევროლიგაში დებიუტი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ შენგელია ევროლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით 93-ე ადგილზეა და ნათამაშები წუთების მიხედვით 72-ე, ის სარგებლიანობის მაჩვენებლით, ქულებისა და მოხსნების რაოდენობით 40-ეულში იმყოფება.

ბოლო 10 წლის მონაცემებით ის საუკეთესო 15-ს შორის არის. შენგელიამ ბევრი იშრომა, რომ „ბასკონია“ ცნობილ გუნდად ექცია“.

შენგელია მიმდინარე სეზონს დიდებულად ატარებს. მისი საშუალო მონაცემები ასეთია: 28.24 წუთი, 17,4 ქულა, 6.3 მოხსნა, 2.4 გადაცემა, 0.9 დაფარება და 0.6 ჩაჭრა.

თოკომ წელს ესპანეთის ჩემპიონატში პირადი რეკორდი დაამყარა და „ობრადოიროსთან“ შეხვედრაში 29 ქულა ჩააგდო.

შენგელია მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის ტურის MVP-ის წოდება დაიმსახურა, ხოლო ევროლიგაში ეს უკვე 2-ჯერ გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები