შოკისმომგვრელი კადრი: პოლიციელი ქომაგს ფიზიკურად გაუსწორდა
Aa
Aa

შოკისმომგვრელი კადრი: პოლიციელი ქომაგს ფიზიკურად გაუსწორდა

ევროპა ლიგის გასულ ტურში ''ვულვზმა'' საკუთარ კედლებში სლოვაკური ბრატისლავას ''სლოვანი'' 1:0 დაამარცხა. სლოვაკური კლუბის საქომაგოდ ინგლისში ათასი ქომაგი გაემგზავრა, რომლებიც ადგილობრივ სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომელშიც ნათლად ჩანს თუ როგორ ურტყამს ინგლისელი სამართალდამცველი სლოვაკ ქომაგს, რომელიც მიწაზე ეცემა.

რაც შეეხება მატჩს,  ინგლისურმა კლუბმა გამარჯვება დრამატულ შეხვედრაში მოიპოვა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე გაიტანეს. გოლი რაულ ხიმენესის ანგარიშზეა.

K ჯგუფში ''ბრაგა'' პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას ''ვულვზი'' 9 ქულით იკავებს, ხოლო ''სლოვანმა'' 4 ქულა მოიპოვა. თურქულმა ''ბეშიქთაშმა'' ოთხივე მატჩი დათმო და ბოლო ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები