ტოჩინოშინის ემოციური სიტყვები:''ჩვენს შორის დიდი მანძილია, მაგრამ ძალიან მიყვარხარ''
Aa
Aa

ტოჩინოშინის ემოციური სიტყვები:''ჩვენს შორის დიდი მანძილია, მაგრამ ძალიან მიყვარხარ''

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე Instagram-ზე პირველ შვილს დაბადების დღეს ულოცავს. სპორტსმენმა 2 წლის შვილი მხოლოდ ორჯერ ნახა, თუმცა მას დიდ ძალსა და გამძლეობას აძლევს:''დღეს ორი წელი გახდა რაც დაიბადე ჩემო ანგელოზო, თუმცა სულ ორჯერ გნახე და არც კი მიცნობ. მადლობა უფალს რომ შენი თავი მაჩუქა!! ჩვენ შორის დიდი მანძილია და ვიცი როგორ ძალიან გაკლივარ, მაგრამ მამას ძალიან უყვარხარ და სულ მეყვარები მუდამ, სადაც არ უნდა ვიყო ჩემო პატარა!! შენ მე დიდ ძალას მაძლევ და გამძლეობას რომ კიდე ვიბრძოლო. ჩემი პირველი შვილი და დიდი სიყვარული ხარ, უყვარხარ მამას.''

View this post on Instagram

დღეს ორი წელი გახდა რაც დაიბადე ჩემო ანგელოზო❤️???? თუმცა სულ ორჯერ გნახე და არცკი მიცნობ???? მადლობა უფალს რომ შენი თავი მაჩუქა!! ჩვენ შორის დიდი მანძილია და ვიცი როგორ ძალიან გაკლივარ, მაგრამ მამას ძალიან უყვარხარ❤️ და სულ მეყვარები მუდამ სადაც არუნდა ვიყო ჩემო პატარა!! შენ მე დიდ ძალას მაძლევ და გამძლეობას რომ კიდე ვიბრძოლო???????????????? ჩემი პირველი შვილი და დიდი სიყვარული ხარ უყვარხარ მამას❤️

A post shared by 栃ノ心剛史 (@tochinoshin) on Nov 7, 2019 at 9:09pm PST

10 ნოემბერს ფუკუოკაში წლის დასკვნითი სუპერტურნირი, „კიუშუ ბაშო“ დაიწყება. რამდენიმე საათის წინ იაპონიის სუმოს ასოციაციამ საწყისი ორი დღის განრიგი გამოაქვეყნა და ლევან გორგაძის მეტოქეთა ვინაობაც ცნობილი გახდა.

ტურნირის პირველ ბრძოლაში სეკივაკეს რანგში მოასპარეზე ტოჩინოშინი მეორე მაეგაშირა მეისეის გაეჯიბრება. ამ უკანასკნელს ლევანი ერთადერთხელ, „ნაცუ ბაშოზე“ შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა (იხილეთ).

ცხელი ამბები