ზლატანი ლა ლიგაში:''იცით რა? მე ვბრუნდები''
Aa
Aa

ზლატანი ლა ლიგაში:''იცით რა? მე ვბრუნდები''

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა MLS-დან ესპანურ ლა ლიგაში დაბრუნდეს. შვედმა ფორვარდმა ამ თემაზე ირიბად მიანიშნა, როცა Instagram-ის ''სთორიზე'' დაწერა:''გამარჯობა ესპანეთო, იცით რა? მე ვბრუნდები.''

38 წლის ფორვარდს ''ლა გალაქსისთან'' კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება.

ტანმაღალმა შვედმა კარიერის ერთი სეზონი კატალონიის ''ბარსელონაში'' გაატარა, თუმცა მისი და პეპ გუარდიოლას თანამშრომლობა წარმატებული არ ყოფილა. 2009-10 წლების სეზონში იბრაჰიმოვიჩმა ''ბარსას'' მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით 45 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

შვედისა და პეპის თანამშრომლობა მხოლოდ 1 წელი გრძელდებოდა,  2010 წელს ესპანურმა გრანდმა ზლატანი ''მილანში'' გაანათხოვრა.

38 წლის ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულნი არიან ''მილანი,'' ''ინტერი'' და ''ნაპოლი,'' თუმცა აღნიშნული ვიდეოდან გამომდინარე შესაძლოა იბრაჰიმოვიჩი ესპანეთის ჩემპიონატში ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები