რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "მე და მესის კონკურენცია ზრდაში დაგვეხმარა"

კრიშტიანუ რონალდუმ პრესასთან მესისთან კონკურენციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანეთში ყოფნის პერიოდში არგენტინელთან ჯანსაღი მეტოქეობა ჰქონდა, რომელიც ზრდაში ორივე ფეხბურთელს დაეხმარა.

"ერთმანეთთან ჭიდილი ესპანეთში მოგვიწია და როცა იქ ვიყავი, ჯანსაღი კონკურენცია გვქონდა, რომელიც ზრდა-განვითარებაში ორივეს დაგვეხმარა. მაშინ უდიდეს წნეხს ვგრძნობდი".

რონალდუს ჟურნალისტებმა "იუვენტუსის" კარში გატანილი მაკრატელას შესახებაც ჰკითხეს, რაზეც პორტუგალიელი ამბობს, რომ დიდ მატჩებში სათამაშოდ განსაკუთრებული საიდუმლოება არ აქვს და ყველაფერს ნიჭისა და შრომის წყალობით აკეთებს.

"პირველ რიგში, თქვენ ნიჭი გჭირდებათ, რადგან მის გარეშე ბევრს ვერ მიაღწევთ, თუმცა დაუღალავი შრომის გარეშე, ნიჭიც არაფერია. მე ვერასდროს მოვიდოდი ამ სიმაღლეზე, რაზეც დღეს ვარ, შრომის კულტურა რომ არ მქონოდა". 

კრიშტიანუ რონალდუმ "რეალის" მაისურით 450 გოლი გაიტანა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მას კარიერაში 701 ბურთი აქვს გატანილი, რითაც მე-5 ადგილზეა და ფერენც პუშკაშს (746), რომარიოს (749), პელესა (757) და ჯოზეფ ბიჩანს (802) ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები