გრიზმანი: ხანდახან იღბალიც საჭიროა
Aa
Aa

გრიზმანი: ხანდახან იღბალიც საჭიროა

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი გუნდის წარმატების შანსები შეაფასა.

"საფრანგეთის ნაკრები ისეთი მოთამაშეებისგან არის დაკომპლექტებული, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კლუბების ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობენ. ევრა, ლორისი, კომანი, პოგბა, მარსიალი, მატუიდი და ასე შემდეგ. ჩვენ გვყავს როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა მოთამაშეები და ეს ძალიან კარგია. თამამად შემიძლია, რომ აღნიშნული ფორმაციის გუნდს, საჩემპიონო დავარქვა. მიუხედავად ამისა, მოდუნების უფლება არცერთი წამით არ გვაქვს და ყოველ მატჩს 100 პროცენტით მობილიზებულნი უნდა შევხვდეთ. ჩვენ ყველას ერთმანეთთან ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს და გუნდშიც შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს. რაც შეეხება მთავარ კონკურენტებს, ასეთად ესპანეთსა და გერმანიას მივიჩნევ. არ უნდა დაგვავიწყდეს იტალიაც, რადგან ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ფორმაციის "სკუადრა აძურა" საშიშია. ჩვენ ყველამ საკუთარი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, თუმცა არის მომენტები, როდესაც იღბალიც საჭიროა" - განაცხადა ანტუან გრიზმანმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები