თსუ დუდუ დადიანის თასის მფლობელია!
Aa
Aa

თსუ დუდუ დადიანის თასის მფლობელია!

დუდუ დადიანის თასის მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა.

ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სეზონის პირველი ტურნირი ერთი ამოსუნთქვით მოიგო.

მემორიალური ტურნირის ოთხივე შეხვედრა თსუ-მ ისე მოიგო, მეტოქისთვის მცირედი შანსიც არ მიუცია, რაც დამსახურებულად დაფასდა თასით, რომელიც უნივერსიტეტის გუნდისთვის სეზონის წინ დიდი მოტივაციისა და სტიმულის მიმცემი იქნება

ფინალურ მატჩში თსუ-ელებმა არანაკლებ ძლიერიბათუმი” 87:69 დაამარცხეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი კორსანტია, რომელმაც ტურნირის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურამის ანგარიშზე 20 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.

20 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა კრის ანდერსონმა, ხოლო რიკი მედისონმა პირად ანგარიშზე 18 ქულა ჩაიწერა.

ათუმელთაგან 15 ქულით ჯუნიუს პროველი გამოირჩა, 11 ქულა და 8 მოხსნა ლევან ელიაძის ანგარიშზეა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გიორგი კორსანტიას დუდუ დადიანის ძმისშვილებმასანდრომ და ანდრიამ გადასცეს.

თსუ-ელთა კაპიტანმა, გიორგი კორსანტიამ ჩაიბარა დუდუ დადიანის თასიც, რომელიც უნივერსიტეტელებისთვის პირველია.

მემორიალის ფინალში თსუ აქამდე სამჯერ იყო, თუმცა 2002, 2005 და 2009 წლებში სტუდენტურმა გუნდმა ტიტულის მოგება ვერ შეძლეს.

მეოთხე ცდაზე, ლექსო ლაფანაშვილისა და ირაკლი ძიძიგურის წინამძღოლობით, თსუ დუდუ დადიანის თასს პირველად დაეპატრონა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები