Aa
Aa

"ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს

ქუთაისის "ტორპედოში" ფინანსური კრიზისი და გაუგებრობა გრძელდება, რის გამოც კლუბის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

იმერელთა "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელებმა გაუსაძლისი პირობების ფონზე, ვარჯიშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს და დღევანდელი საწვრთნელი პროცესი არ შედგა.

რამდენიმე კვირის წინ ქუთათურთა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა განაცხადა: "მთელი ქვეყანა დაგღალეთ ჩვენი ხელფასების აუღებლობით. ამ ყველაფრით ყველა დაიღალა, ფედერაცია და მერია პროცესში ჩართულნი არიან. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება".

"ტორპედოს" უკანასკნელი 14 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული და Crystalbet ეროვნული ლიგის მე-5 ადგილზე იმყოფება. ჩხეტიანის შეგირდები მომდევნო შეხვედრაში, 19 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე "საბურთალოს" უნდა დაუპირისპირდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები