Aa
Aa

მალმიოში ზლატანის ძეგლი გაიხსნა!

შვედეთის ქალაქ მალმიოში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბრინჯაოს ქანდაკება გაიხსნა, რომელიც საფეხბურთო კლუბ „მალმიოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. ქანდაკების სიმაღლე 2.7 მეტრია და 500 კილოგრამს იწონის.

ნამდვილად არარეალური გრძნობაა. ეს ქანდაკება იქნება სიმბოლო იმ ხალხისთვის, რომელთაც თავიანთი მიზნების მიღწევა სურთ. ეს ქანდაკება მაგალითია, რადგან თუ მე ამდენის გაკეთება შევძელი, ცხადია, ეს მათთვისაც შესაძლებელია.

თუკი ადამიანი გრძნობს, რომ მას საჭირო ენერგია ან შთაგონება სჭირდება, მაშინ უნდა მოვიდეს ქანდაკებასთან და ამ ყველაფერს მიიღებს. მართლაც, ყველაფერი შესაძლებელია.

უდიდესი სამუშაო შესრულდა და თითოეულ ადამიანს მადლობას ვუხდი. ესაა ადგილი, სადაც ყველაფერი დაიწყო, ახლა კი აქ ჩემი ქანდაკება დგას. საოცარი შეგრძნებაა და შემიძლია ამაზე დაუსრულებლად ვისაუბრო. ეს ქანდაკება აქ სამუდამოდ დარჩება და ამით ყველაფერი ნათქვამია“.

ზლატანმა საფეხბურთო კარიერა „მალმიოში“ 1999 წელს დაიწყო და კლუბის მაისურით ჩატარებულ 40 მატჩში 16 გოლი შეაგდო, რის შემდეგაც „აიაქსის“ რიგებში გადავიდა.

„იბრამ“, რომელიც რამდენიმე დღის წინ 38 წლის გახდა, „გალაქსისთან“ ერთად MLS-ის სეზონი უკვე დაასრულა და ჯერჯერობით უცნობია, გაახანგრძლივებს თუ არა კლუბთან დეკემბრის ბოლომდე გათვლილ კონტრაქტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები