სატრანსფერო სენსაცია? პოგბამ ბარსელონაში სახლი იყიდა!
Aa
Aa

სატრანსფერო სენსაცია? პოგბამ ბარსელონაში სახლი იყიდა!

რამდენიმე წუთის წინ, "Football Italia"-მ ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავის, პოლ პოგბას შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, 23 წლის ნახევარმცველმა ქალაქ ბარსელონაში ბინა იყიდა.

უძრავი ქონების სააგენტოს გენერალური დირექტორის მტკიცებით (რომელიც აღნიშნული საქმით იყო დაკავებული) ამ ფაქტს, საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასთან" არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა რამდენად სანდოა მისი განცხადება, ეს ცალკე საკითხია, რადგან უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ კატალონიური გრანდი პოგბას შეძენას აქტიურად ცდილობს.

"პოგბას მიერ, ქალაქ ბარსელონაში ბინის შეძენას ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ ამის მტკიცება გვიწევს, რადგან ჩვენი კლიენტი საყოველთაოდ ცნობილი მოთამაშეა და არ გვსურს, რომ აღნიშნული ფაქტის გამო, რაიმე სატრანსფერო სპეკულაციებს ქონდეს ადგილი. პოგბამდე, ასევე ჩვენი დახმარებით პარიზში ბინა ლიონელ მესიმ შეიძინა. კრიშტიანუ რონალდუმ კი ნიუ-იორკში" - განაცხადა უძრავი ქონების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები