ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკი "ბაიერნისგან" კოლოსალურ ანაზღაურებას ითხოვს

მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელ თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის სურს, რომ იგი გუნდის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა "AS" ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ლევანდოვსკიმ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობისგან, ანაზღაურების სახით წელიწადში 20 მილიონი ევრო მოითხოვა. ხოლო ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მადრიდის "რეალში" გადასვლით დაიმუქრა, რომელსაც ფეხბურთელის შეძენის ძალიან დიდი სურვილი აქვს.

საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია, თუმცა ცნობილია, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელთან განშორებას არ აპირებს და პოლონელ თავდამსხმელს წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობს. ლევანდოვსკის უარის შემთხვევაში კი, აღნიშნული თანხა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს და იგი "ბუნდესლიგის" ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები