Aa
Aa

გარიგებულ მატჩებზე მორიგი პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გარიგებულ მატჩებზე ბრალდებული ფეხბურთელების მორიგი პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სასამართლოზე საქმის პროკურორმა ბრალდებულებულებს საპროცესო შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთხელ შესთავაზა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ორკვირიანი ვადა მისცა.

იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელები საპროცესო შეთანხმებაზე უარს იტყვიან, მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა დაიწყება.

საქმის მომდევნო განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 ოქტომბერს დილის 11 საათზე ჩაინიშნა

  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები